01:40 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 10:47:43, 908 ნახვა

რეგიონი
დაბა წაღვერის მიმდებარედ ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება. ასევე, მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც.

დღეს დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში, 3 საჰაერო ტექნიკა ჩაერთო - საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1, ასევე უახლოეს პერიოდში სამუშაოებში ჩაერთვება  თურქეთის 2 ვერტმფრენი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩნენ და კერების დამუშავების პროცესს ახორციელებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics