|
2017-09-25 10:44:19, 823 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა გუშინ ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა, ადგილზე არსებული ვითარების შეფასების შედეგად, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა დასახეს. შსს-ს ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა დღეს 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს. „ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)