10:36 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 10:30:30, 2117 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება

კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას და  თავშესაფრების ხელშეწყობას გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიღმის მასივში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ქუჩის ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ საკითხს. ცხოველებს ჩაუტარდებათ აცრები, ასევე, ხელს შევუწყობთ ცხოველთა თავშესაფრების და ზოგადად, ამ სფეროს თანამედროვე მიდგომებით განვითარებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა მერიაში შემავალი შესაბამისი უწყების განვითარებას და მოწესრიგებას.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
პაპუაშვილი - კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით ევროპა გიმაგრებს
რუბიო ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხო ქვეყნის ჩართულობაზე“ საუბრობს
ირანი ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics