23:33 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:54:27, 2469 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, რომ ბონუს სისტემიდან პროპორციული გადანაწილების სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს

ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, გადავიდეს ბონუს სისტემიდან პროპორციული განაწილების სისტემაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სისტემა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ამასთან დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის წინა პოზიტიური შეფასება, რომელიც ეხებოდა ძირითადად ამჟამინდელი შერეული პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას ეხებოდა, შეიცავდა ასევე იმ სამი მექანიზმის კრიტიკას, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტს მნიშვნელოვნად ზღუდავდა: 5-% ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემა გამარჯვებული პარტიისთვის.

„მცირე პარტიებისა და პლურალიზმისთვის ამ საზიანო სისტემის ეფექტის შეზღუდვის მიზნით, კომისია გამოვიდა რეკომენდაციით: პროპორციული გადანაწილება ყველა პარტიისთვის, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; ან გამარჯვებული პარტიისთვის გადანაწილებული ხმების რაოდენობაზე ზღვარის დაწესება; ან/და ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე შემცირება.“ აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის წინასწარი, დასკვნა დღეს გავრცელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics