|
2017-09-21 15:02:25, 2103 ნახვა
კომენტარი
ჰერმანი: ჯულიეტო კიეზას განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთზე არასერიოზულია
ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, იტალიელი ჟურნალისტის ჯულიეტო კიეზას განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით, თანამედროვე მსოფლიომ სერიოზულად არ უნდა აღიქვას. როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის განცხადებებს კიეზა მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. ელჩმა დასძინა, რომ ევროპარლამენტში განსახილველ საკითხთა ნუსხას მხოლოდ მოქმედი დეპუტატები ირჩევენ. „რამდენადაც მე ვიცი, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბატონი კიეზა მსგავსი ტიპის განცხადებებს ადრეც, მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. მინდა გითხრათ, რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააკეთოს ასეთი ტიპის კომენტარები, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათ არანაირი ძალა და შედეგი არ გააჩნიათ. ვთვლი, რომ მათ ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ევროპარლამენტში განსახილველ საკითხთა ნუსხას ირჩევენ პარლამენტის მოქმედი წევრები და დეპუტატები. გვინდა ასევე გაგახსენოთ, რომ გუშინ, შედგა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის შეხვედრა, სადაც გაკეთდა მკაფიო განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამ განცხადებებს და მხარდაჭერას, მერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)