|
2017-09-21 11:17:05, 2122 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: დღეს ღია მმართველობის კუთხით საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში
„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით. ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც ღია მმართველობას ეხება“,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. ჯანელიძის შეფასებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება. ამასთან, ჯანელიძის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში. მინისტრის თქმით დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით უმაღლეს დონეზეა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად ევროპისთვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)