|
2017-09-20 18:50:34, 2518 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან შეხვედრები დაიწყო
თეა წულუკიანმა, რომელიც „OGP"-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს, ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წევრი ქვეყნების იმ მინისტრებთან დაიწყო შეხვედრები, რომლებიც "ღია მმართველობის პარტნიორობაში" თავინთ ქვეყნებს წარმოადგენენ. დღეს, ნიუ იორკში იუსტიციის მინისტრი კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრ სკოტ ბრისონს შეხვდა. კანადას აქვს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოსგან "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობას გადაიბარებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო-კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის ეს პროცესი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. "შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინისტრი დაინტრესდა იმ რეფორორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა. საქართველო არის პატარა, მაგრამ განვითარებული ქვეყანა, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს რეფორმების განხორციელებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისთვის საინტერესოა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოგვმართავენ. მაგალითად, ასეთია ბლოკჩეინის უახლესი სისტემა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნერგავს, ქლაუდის სისტემა და სხვა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.თეა წულუკიანი დღეს და ხვალ კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წევრს შეხვდება, რომლებიც მ ინისტრს როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებს გაუზიარებენ.დღესვე იუსტიციის მინისტრმა „OGP"-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეობა გადმოიბარა და კომიტეტის წევრებს მომავალი წლისთვის საქართველოს ხედვა წარუდგინა. „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP"-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP"-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს. საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის"ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება. „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. „OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს. (NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)