|
2017-09-20 11:02:57, 790 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ბიზნესში დასაქმებული კადრების გადამზადება მიმდინარეობს
დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ პრეზენტაცია სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა. რეგიონში ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ და ტესტინგისა და ტრეინინგ ცენტრ ,,აითი-ნოლიჯი"ს აღამასრულებელმა დირექტორმა მარიკა გოქაძემ ისაუბრეს. ქვეპროგრამა ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“- ფარგლებში დასაქმების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული 300 ბენეფიციარი გაივლის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერების მიერ მომზადებულ ტრენინგებს. შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად ჩნდება დასაქმებული შრომითი ძალის ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. ხშირ შემთხვევაში კომპანიებს არ გააჩნიათ საჭირო რესურსი მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის უზრუნველყონ კვალიფიკაციის ამაღლება. ქვეპროგრამის ფარგლებში, დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად მოხდა საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების საჭიროებების მოკვლევა და შემუშავდა შემდეგი ტრენინგ მოდულები: მარკეტინგი და გაყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა; შრომითი და პროფესიული უსაფრთხოება; ორგანიზაციის ფუნქციონირება და ადმინისტრირება; ხარისხის მართვა და მომსახურება; სოციალური მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა. აღნიშნული ტრენინგები 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და იგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)