01:19 - 09 May, 2026
|
2017-09-16 01:08:40, 1363 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. გამშვებ პუნქტებს სამი დღით კეტავს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით დაიკეტება, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო რესპუბლიკის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული. "მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდება და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". ოკუპირებული რეგიონში სამხედრო "აღლუმი" და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)