|
2017-09-14 13:25:57, 2032 ნახვა
კომენტარი
ზურაბ პოლოლიკაშვილი: ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდიასაქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ესარის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება", -ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა. ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პირველ რიგში ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებრიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოებისერთიანობის მნიშვნელობას: „დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემიგამარჯვება, ეს ამ ორგანიზაციის გამარჯვებაა. გპირდებით, რომ ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი... ჩვენ ვართ ერთად, ჩვენვართ ძმები, დები, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა ეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.'' ზურაბ პოლოლიკაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას - პრემიერ-მინისტრს, გიორგიკვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს: „პირადად დიდი მადლობა მინდაგადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით განხორციელდა ეს მართლაც რომ ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიანრთული იქნებოდა ამ ძალიან დიდი მიზნის მიღწევა", განაცხადა ახალარჩეულმა გენერალურმა მდივანმა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალიხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიისფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)