|
2015-04-28 15:15:45, 624 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სირიაში უკანონო მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებს შეხვდა. შსს-ს ინფრომაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა უკანონო მიგრაციის და კონტრაბანდის მიმართულებით ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურებს შორის ურთიერთდახმარების სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად იწყებს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის საჭიროებების გათვალისწინებით, ორ ქვეყანს შორის სამხედრო პერსონალის სწავლების გეგმა მტკიცდება. მიღწეული თანამშრომლობის გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თურქეთის სახმელეთო ძალების სარდლობასა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფთან ერთად ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მომსახურეების მონაწილეობით საქართველო-თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივ წვრთნა; სანაპირო დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო წვრთნაში მონაწილეობა; ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები „სამხედრო დიალოგის ფორმატში“; თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში მატერიალური ქონების გადმოცემა; სასწავლო მიმართულებით თურქეთის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საზღვაო მრავალეროვნულ და ნატო-ს სასწავლო ცენტრებში სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებისთვის მომზადების გავლა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)