|
2017-09-11 06:56:56, 2313 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ვიცი, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე, ასევე ჩემი თავისუფლება
„ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვდგავარ, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე, ასევე ჩემი თავისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში კორუფციის და ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძვის. „მე არ ვიბრძვი საკუთარი თავისთვის მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ, ოლიგარქების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში. მე მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოებისგან, ასევე ამერიკისგან, იმის თაობაზე, რომ იქ მეცხოვრა და მემუშავა, თუმცა ასე არ მოვიქეცი. მე ვიცი რისკების შესახებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მართლები ვართ. ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვდგავარ, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე ასევე ჩემი თავისუფლება, მაგრამ თითოეული უკრაინელის სიცოცხლე და თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი პოლიტიკოსის", - განაცხადა სააკაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)