|
2017-09-10 09:43:07, 2339 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება
პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე წარადგინა. სიორიძის თქმით, გასული სამი წელიწადი წარმატებული იყო, თუმცა მუნიციპალიტეტი კვლავბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე დგას. „ნამდვილად მეამაყება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მეორედ, ამჯერად, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმადგინა“, თუმცა ეს გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გასული სამი წელიწადი ნამდვილად წარმატებული იყო, რაშიც ჩვენი მოსახლეობადამეთანხმება, თუმცა ჩვენ გაცილებით ბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, ოზურგეთში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, თუმცა პარალელურად, ყველა ის საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივიმოსახლეობის კეთილდღეობას მოემსახურება. პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეგიორგიკვირიკაშვილმაოზურგეთში დღეს, გურიის რეგიონის მერობისკანდიდატებიწარადგინა. პარტიის სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის- ირაკლი კუჭავა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)