|
2017-09-09 01:38:40, 943 ნახვა
რეგიონი
თურქულმა ვერტმფრენმა საქართველო დატოვა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების " მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ. "მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების, სპეციალური დანიშნულების ძალების, პილოტების თუ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მონწილეობდნენ შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის ურთულეს სამუშაოებში. დღეს საქართველო დატოვა თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისა და თანადგომისთვის", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართული მხარის თხოვნით თურქული ხანძარმქრობი ვეტმფრენი 5 სექტემბრიდან ჩაერთო. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ქართულ ვეტმფრენთან ერთად თურქული ვერტმფრენი 4 დღის მანძილზე მონაწილეობდა. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პილოტებს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)