|
2017-09-03 06:05:26, 2204 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: „Agile Spirit 2017“ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარებისათვის
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2017'' გახსნა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. მრავალეროვნული სწავლება ,,Agile Spirit 2017'' საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში, ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა წვრთნებში მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში. მე თავს ვხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების გამყარებას თავისი სიცოცხლე შესწირა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა ჰიბრიდული ომი და ორგანიზებული მცდელობა იმისთვის, რომ გაეხლიჩათ ჩემი სამშობლო, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო კოსოვოც, ეს იყო ერაყიც, ეს არის ავღანეთიც, ეს არის ცენტრალური აფრიკაც. იქ, სადაც ქართველი მეომრები, ქართული ჯარი ამტკიცებს გლობალურ სტაბილურობას და მაღლა აღმართავს ჩვენი ქვეყნის დროშას. დღეს ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს საქართველოში იხვეწება თქვენი უნარ-ჩვევები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ, რომ საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ მივესალმები წვრთნას, რომელიც უკვე ტრადიციულია. Agile Spirit - ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყნას, საქართველოს პარტნიორებს და წვრთნების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)