|
2015-04-27 15:51:27, 983 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ბიუჯეტი ლარის გაუფასურების ხარჯზე სრულდება
„ბიუჯეტი ლარის გაუფასურების ხარჯზე სრულდება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის რყევის გამო ბიუჯეტში დამატებითი თანხები შედის. ამასთან, გოცირიძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის კურსის ცვლილებაზე ბიუჯეტის ზეგავლენის არარსებობასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დადანაშაულებას ნიშნავს. „ბიუჯეტი აუცილებლად უნდა შემცირდეს. ბიუჯეტის შესრულება სწორედ ლარის გაუფასურების გამო ხდება, როდესაც დამატებითი შემოსავალი შედის. პირველ რიგში, დღგ-ს გეგმა სრულდება, როგორც იმპორტიდან შემოსული თანხა, ასევე მომატებული ფასები. ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით იმდენია, რაც წინა წლებში იყო. თუმცა, გაცილებით უარყოფითად მოქმედებს ფინანსურ სტაბილურობაზე, რადგან ახლა ცუდი საგარეო ფონი და გაუარესებული მაკროეკონომიკური ვითარებაა“, -განაცხადა გოცირიძემ. მისი განცხადებით, მთავრობის ქმედებები ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით კომპლექსური უნდა იყოს. „მთავრობის პოზიცია ერთი წამლის პრინციპია. რომელიღაც საგასადახადო განაკვეთის აწევა ან დაწევა, მაგალითად რეინვესტირების მოგება, ხან პრივატიზაცია, ხან ექსპორტის ხელშეწყობაზეა საუბარი. ვერ მიხვდნენ, რომ ერთი წამალი არ არსებობს. ნოემბრიდან მოყოლებული მთავრობა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა და რამდენი ასეთი განცხადებაც კეთდება, იმდენით უფასურდება ლარი. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ფულის მასა არ იზრდება და ეს აბსოლუტურად სწორია. პირველად მრავალი წლის განმავლობაში ე.წ სარეზერვო ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი მართავს, არათუ იზრდება, არამედ მინუსში წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს ინფლაციისა და დევალვაციის თავიდან ასაცილებლად. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტი არაფერ შუაშია, ეს ირიბად ეროვნული ბანკისკენ ხელის გაშვერას ნიშნავს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისივე თქით, ამ ეტაპზე გარე ფაქტორები არსებობს, რომლებმაც ლარის დასტაბილურებას ხელი უნდა შეუწყოს. „პრობლემა იმაშია, რომ მთავრობამ ვერ გააკეთა სწორი დიაგნოზი. ის პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია, არ აღმოჩნდა სწორი. მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ვალუტა დასტაბილურდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული რუბლი 20 პროცენტით გამყარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ექსპორტს ხელი შეეწყობა. ლარის დევალვაცია რაღაც ეტაპზე იმპორტის შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს. ამ გარე ფაქტორსაც დადებითი როლი უნდა ეთამაშა ლარის დასტაბილურებაში. თუმცა ამან კურსის გაუფასურების პროცესზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან შიდა პრობლემებია ეკონომიკაში“, - განაცხადა გოცირიძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)