|
2017-09-01 13:09:44, 2250 ნახვა
კომენტარი
ბუკიკიო: პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება და ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს
„პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმედგაცრუებას იწვევს“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ვენეციის კომისია მხარეებს მოუწოდებს, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ფართო კონსენსუსს მიაღწიონ. „მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შესწორებული კონსტიტუციის პროექტის დადებითი შეფასება, მათ შორის იყო დეკლარირებული ნაბიჯი, რომელიც პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევას გულისხმობდა. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობასა და ნაკისრ ვალდებულებას არ მიეღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმედგაცრუებას იწვევს. 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ფართო კონსენსუსს მიაღწიონ. საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის შესწორებულ პროექტს უმოკლეს ვადაში ველოდებით და მზად ვართ ჩვენი მოსაზრებები ერთ თვეში წარვადგინოთ, (6-7 ოქტომბერს ვენეციაში, პლენარული სესიის ფარგლებში). იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა“, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)