07:53 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 07:40:00, 2283 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: ბრალდება დადასტურებულია - ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საკუთარ დასკვნით სიტყვაში ახალი ვერსია განავითარეს.

კერძოდ, წიკლაურის ინფორმაციით, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ "ბრალდებულს, რომც ჰქონოდა ციანიდი და დაეპირებინა გერმანიაში გამგზავრება, ეს არის დაუსრულებელი მომზადება და ამისთვის არ უნდა დაისაჯოსო".

"ეს ახალი ვერსიაა მათი მხრიდან, თუმცა ბრალდება დადასტურებულია და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კითხვაზე - "განაჩენს ისე მოვუსმენთ, რომ არ გვეცოდინება ვისგან შეიძინა მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი?", პროკურორმა აღნიშნა, რომ "ის კი არაა არსებითი მამა გიორგი მამალაძემ ვისგან შეიძინა ციანიდი, არამედ არსებითია ის თუ რისთვის და რა მიზნით უნდოდა მას ეს ნივთიერება".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics