|
2015-04-27 13:25:06, 1010 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი - ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი
2015 წლის 24 აპრილს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ყოველწლიური, მეათე ცერემონია. ღონისძიების პარტნიორი იყო პაშა ბანკი. ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული და ავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. ღონისძიებას 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ საპატიო სტუმრები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის ინტერესს, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სპეციალური პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას მისცემს ნომინანტებსა და გამარჯვებულ კომპანიებს, მეტად განავითარონ თავისი ბიზნესსაქმიანობა და მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.“- აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა. ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს: „ნიკორა“, „ლისი დეველოპმენტი“ და „იფქლი“. პაშა ბანკი გასულ წელსაც აქტიურად უჭერდა მხარს სხვადასხვა ეკონომიკურ და ბიზნეს ღონისძიებებს: - სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding.” - ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას. - ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group. გასულ წელს პაშა ბანკი Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)