|
2017-08-30 06:57:29, 2656 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთთან მიმართებით, არც ერთი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნის ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ბორჯომის ხეობაში სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი. როგორც ჯანელიძემ „იმედის“ ეთერში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა შეთანხმებულად და კოორდინირებულად მუშაობს. ჯანელიძის განმარტებით, მათ რეზერვში ყველა ის რესურსი ჰქონდათ მობილიზებული, რომელიც ვითარების გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულიყო. ამიტომ, ჯენელიძის განცხადებით, საერთაშორისო ფორმატებთან ერთად, ორმხრივი ფორმატებიც გამოიყენეს: „ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება, რომ ყოფილიყო განსაზღვრული, თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლება ყოფილიყო მოზიდული. ჩვენ გვქონოდა რეზერვში ყველა ის რესურსი მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატებიც, ორმხრივი ფორმატებიც იმისათვის, რომ ყველა შესაძლო ტექნიკა, რომელიც გარკვეული განვითარებების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო, გვქონოდა მობილიზებული. ჩვენ მივმართეთ როგორც ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე გაეროს ფარგლებში შესაბამის ცენტრს და ასევე ვიმუშავებთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია, ორმხრივი მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი“,-აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის არაფერი დამალული არ იყო: „მემგონი, კომუნიკაცია თავიდანვე იყო საზოგადოებასთან რუსეთთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ პრემიერმა ჯერ კიდევ 22 რიცხვში გააკეთა პირველი განცხადება, შემდეგ 24 რიცხვში, შემდეგ 26 რიცხვში ძალიან დეტალურად თვითონ პროცესი ახსნა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, შესაბამისად არაფერი დამალული არ ყოფილა, ღია იყო. ყველა ნაბიჯი არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით განხორციელდა“,-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)