|
2017-08-30 06:24:07, 2116 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ხანძართან დაკავშირებით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში საქართველოს უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი გაუწევენ. როგორც მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, საელჩოების მეშვეობით საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან პირდაპირ კონტაქტზეა. “სამწუხაროდ ჩვენ ვდგავართ ხანძრის პროცესში და სიტუაცია საკმაოდ მწვავეა აბასთუმნის მიდამოებში და ტყეში. როგორც უკვე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა საკმაოდ მიუვალი ტერიტორიაა. ამისათვის საჭიროა, რომ ჩაერთოს ავიაცია და ჩვენ უკვე გუშინ, საღამოს შემდეგ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება საერთაშორისო შესაძლო დახმარების ტექნიკით, ავიაციით, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც შტაბი, ადგილზე ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები არიან და პრემიერ-მინისტრის ჩართულობით ასევე შედგა რამდენიმე კომუნიკაცია ჩვენს მეზობლებთან. მინდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია და შედეგად უკვე დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თვითმფრინავებით დახმარებას გაგვიწევს უკრაინა და თურქეთი, ასევე ვერტმფრენით დაგვეხმარება აზერბაიჯანი, ასევე ჩვენ ველოდებით დახმარებას ირანიდან, რომელიც მზად არის ამ ეტაპზე ვერტმფრენებით დაგვეხმაროს და ასევე განიხილება თვითმფრინავით დახმარების შესაძლებლობა. ეს ავიაცია იმ ცოცხალ ძალასთან ერთად, რომელიც მობილიზებულია ხეობაში და ხანძრის მიდამოებში გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელს გახდის ხანძრის ლოკალიზაციას და ლიკვიდირებას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)