|
2017-08-27 02:37:51, 3004 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: გერმანია- საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე არაა დამყარებული
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის. ეს არის პოზიტიური სიგნალი მომავლისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე, არამედ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მედიის, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთათვის რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს სწორედ სახელმწიფო მინისტრის მოწვევით სტუმრობს. შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე გერმანიის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხაელ როტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელი საკითხების, სამიტის პრიორიტეტებისა და ქართული მხარის მოლოდონების შესახებ. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-გერმანიის წლის ეფექტური მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მრავალფეროვნებას, რაც ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთაშორისი, კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ორი ერის დაახლოებას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)