|
2017-08-27 01:30:28, 2000 ნახვა
კომენტარი
ბორჯომის ხეობაში ავიაცია და ცოცხალი ძალა ამ დრომდე რჩება
ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, პრევენციის მიზნით, სტიქიის ზონაში რჩება ცოცხალ ძალასა და მძიმე ტექნიკასთან ერთად ავიაციაც. თუმცა, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ვერტმფრენი თავისი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა: ამ ეტაპზე, ხანძარი, შეიძლება ითქვას, რომ ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება იმ ცოცხალი ძალის მიერ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს, იმისთვის, რომ ოპერატიულად აშუქებდით ყველა მოვლენას და საზოგადოებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მიეღო მისთვის სასურველი ინფორმაცია, ის ობიექტური ინფორმაცია, რაც, რეალურად, სტიქიის ზონაში ხდებოდა. მადლობა თქვენ ამისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვრჩებით ადგილზე. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. რჩება ზონაში ავიაციაც და საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავიანთ ფუნქციას შეასრულებენ. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული იმისთვის, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს საერთოდ არანაირი რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს. დღეს რამდენიმე ვერტმფრენი უკვე თავის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მან მფრინავებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: „მე მფრინავებს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში 2100-ზე მეტი შემოფრენა გააკეთეს და 2100-ჯერ დაასხეს წყალი ხანძრის კერებს. სულ 5200 ტონაზე მეტი წყალი იქნა გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად. კოლოსალური მუშაობა გაწიეს ამ ადამიანებმა. ეს, პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასი იყო. თქვენ, ყველანი ადევნებდით თვალყურს მათ მოქმედებას. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მეგობარი ქვეყნები, ალბათ, უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, რომ უკვე ხვალ, დატოვებენ ზონას, რადგან მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მათ, რომ ოპერატიულად გამოიჩინეს გულისხმიერება, ჩამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა - 200 ჯარისკაცი, მათი მეთაურის ხელმძღვანელობით, რჩება ზონაში. ჩვენც ვამცირებთ ჩვენს კონტინგენტს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ 24 საათიან რეჟიმში განვაგრძობთ ისევ მუშაობას. შტაბი განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ ყველა ადგილი, ყველა კერა დამუშავებული და რისკები განულებული არ იქნება“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)