18:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-26 02:42:47, 2426 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა აშშ-ის საელჩოსგან ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები მიიღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები საჩუქრად გადასცა.

თბილისის რაიონულ სამაშველო  ამსახურში, საჩუქრის გადაცემის ცერმონიაზე ამერიკის ელჩის მოადგილე ელისაბეტ რუდი იმყოფებოდა.

რუდის თქმით, მაშველებმა მიმდინარე დღეებში ბორჯომის ხეობაში გმირულად იმუშავეს და საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადასცეს. 

”აღფრთხოვანებულები ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ვიცით რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი. ჩვენ, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს გვინდა დავეხმაროთ, ამიტომ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თხოვნით, ჩვენ გადავეცით 65 000 ლარის ღირებულების 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი. ეს ფეხსაცმლის განახლებაა, რადგან მეხანძრეებს უკვე ჰქონდათ ფეხსაცმელი. იმედი გვაქვს, რომ ეს შეუმსუბუქებს მეხანძრეებს მუშაობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნის წინ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადავეცით სამაშველო აღჭურვილობა, რომელიც სავარაუდოდ მათ უკვე ეხმარებათ ცეცხლთან ბრძოლაში”, - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics