|
2026-06-16 15:16:20, 3407 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
ახია საფრანგეთზე - რასაც დათესავ, იმას მოიმკი! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას: - „საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, რას ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წუხილზე იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყანა საფრანგეთის კანონებსა და რეგულაციებს იწუნებს“. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “საფრანგეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და თავს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს“. “თუ ამ დამოკიდებულებას ახლა საკუთარ თავზე გრძნობენ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. ესეც არის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დარღვევის ნაწილი, როცა ყველა ყველას საქმეში ერევა. საქართველოში ვეღარ განასხვავებ, ვინ ელჩია, ვინ - ოპოზიციონერი, ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში სიტყვა ეთქმის - ელჩის მოადგილის მძღოლსაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც მანდატი ხალხისგან აქვს. თავად მოარღვიეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. საქართველოს სუვერენიტეტს პატივი არ სცეს და მიიღეს საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა. ეს არის გაკვეთილი, რომელზეც იმედია, რამეს ისწავლიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა დასმული კითხვის პასუხად. ცნობისთვის, საფრანგეთი ამერიკულ ტექნოლოგიებზე ციფრულ გადასახადს აწესებს, რის გაუქმებასაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს. აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “შტატების გადასაწყვეტი არ არის, რა უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონი“.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)