2017-08-24 00:13:35, 2187 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს
ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილის 6:00 საათიდან ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში.
ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად სულ 6 ვერტმფრენია მობილიზებული. კერძოდ, ხანძარს თურქეთის 2, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2, აზერბაიჯანის 1 და ბელარუსის 1 ვერტმფრენი ებრძვის. ასევე, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თურქეთის სამაშველო თვითმფრინავი.
სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26 ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია.
ავტორი: ,