2017-08-21 04:18:04, 982 ნახვა
ერდოღანი: გერმანია თურქეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი - თანამემამულეებს მოვუწოდებ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ
![]() თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, - ამის შესახებ თურქეული გამოცემა Anadolu იუწყება. ერდოღანის განმარტებით, ოფიციალური ბერლინი თურქეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი. "ყველა თანამემამულეს მოვუწოდებ გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია - ყველა მათგანი ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი. ხმა უნდა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც მტრულ დამოკიდბეულებას არ აჟღერებენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია გაიმარჯვებს თუ არა ის პარტია, ეს უბრალოდ პრინციპის და გერმანიაში მცხოვრები ყველა თურქის ღირსების საკითხია", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ოფიციალური ბერლინი ევროკავშირის პოლიტიკის დარღვევაში დაადანაშაულა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, "როგორც ამას თურქეთი აკეთებს". "ვგმობთ ესპანეთში მომხდარ ტერაქტს. ჩვენი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლაში არის ძალიან მკაფიო. ჩვენ არა მხოლოდ ვგმობთ მსგავს აქტებს არამედ ვებრძვით მათ. იმედი მაქვს, დასავლეთი მხარს აგვიბავს ამ ბრძოლაში", - აღნიშნა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა. ცნობისთვის, გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინას რეჟიმი მოქალაქეთა უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა
![]() ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|