|
2017-08-17 09:59:36, 2753 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ
საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული მედია საშუალებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. როგორ სააკაშვილმა აღნიშნა, თუ უკრაინის პრეზიდენტი შეეცდება საქართველოსთვის მის გადაცემას, ეს რუსეთისთვის გადაცემის ტოლფასი იქნება. „ვფიქრობ, რომ თუ პოროშენკო შეეცდება საქართველოსათვის ჩემს გადაცემას, ეს შეუძლია, მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან ივანიშვილი ეს არის რუსეთი. თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და სააკაშვილს გაასამართლებდნენ. ის არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი. თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს“,-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის მალე იქნება თავისუფალი. მისივე განცხადებით, ის არ აპირებს უარი თქვა უკრაინელებთან ერთად უკრაინაში წესრიგი დაამყაროს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)