|
2017-08-15 19:48:00, 2409 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, გერმანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ქვეყანაში რეფორმების გატარების ასევე ინტეგრაციული თვალსაზრისით. „ჩვენ გვაქვს ბევრი საკითხი განსახილველი, მათ შორის როგორიცაა ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირთან ჩვენი მომავალი პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სადაც კონკრეტული შედეგები გვინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ და ის ბენეფიტები და სიკეთეები აისახოს თითოეულ ადამიანზე. გერმანია ადრეც გვეხმარებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს დახმარებას ამ მიმართულებით“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებასა და მოლოდინებზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. შეხვედრაზე საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)