13:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 18:04:29, 2634 ნახვა

მსოფლიო
სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი

სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

საინფორმაცია სააგენტო AFP სულ მცირე 180 დაღუპული ადამიანის შესახებ წერს, მაშინ, როდესაც წითელი ჯვრის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 312-მდე გაიზარდა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მეწყერი ქალაქ რიჯენტთან ახლოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ასობით სახლი განადგურებულია. ამასთან, მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანი მოჰყვა, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 

ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაცია საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics