|
2017-08-11 14:45:48, 2433 ნახვა
კომენტარი
წელს პირველად, ახალი ტექნოლოგიებით სოფლებში მცირე სკოლები აშენდება
წელს პირველად, ახალი ტექნოლოგიებით სოფლებში მცირე სკოლები აშენდება. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მცირე სკოლის მშენებლობას მხოლოდ 3-დან 5 თვემდე დასჭირდება: „წელს პირველად ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიებით ავაშენოთ მცირე სკოლები, ისეთი ტექნოლოგიით, სადაც სკოლის დაწყებიდან დამთავრებამდე დაახლოებით 3-5 თვე სჭირდება ამ მცირე სკოლის აშენებას. დაწყებულია პროცესი, 13 ასეთი სკოლის აშენების. 7 მათგანი იქნება წელსვე, წელსვე ჩაბარდება, 6 მათგანი იქნება მომავალ წელს, შენების ფასი მეტია, თუმცა ძალიან შორს არ არის იმისგან, რაც იყო აქამდე. რაც მთავარია, ეს არის ენერგოეფექტური სკოლები, ადაპტირებული სკოლა, საშუალება გვექნება, სკოლების დიდი რაოდენობით აშენება განვახორციელოთ. წელს ვნახავთ პირველ ასეთ სკოლებს. ამ წუთას მხოლოდ სოფლებშია საუბარი. ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში სოფლის სკოლებზეა, რადგან იქ ყველაზე მეტად გვიჭირს“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)