|
2017-08-11 12:02:43, 2791 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საკვალიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მოიხსნა მუქარა და პროფესიული განვითარება წახალისდა. „ყველა პედაგოგი, რომელიც გამოცდებზე გადის მეცადინეობს, მომავალ წლებში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ეს არის გზა უკეთესი კვალიფიკაციისკენ, რაც გაზრდის მოსწავლეთა სწავლის შედეგს. ტრენინგში 30 ათასამდე პედაგოგმა მიიღო უკვე მონაწილეობა და ეს პროცესი გაგრძელდება. ტრენინგი პედაგოგებს მისცემს საშუალებას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გამოცდები ჩააბარონ და დაწინაურდნენ. ახალი სქემა გამიზნული იყო მოტივაციის ამაღლებაზე და მათი მოტივაცია წლევანდელი წლის პირველ ნახევარს დაეტყო. პედაგოგის მოტივაცია გაზრდილია“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)