|
2017-08-08 16:46:11, 2591 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინის საგარეო მინისტრი ყველა იმ ქვეყანაში რეკავს სადაც ჩავდივარ და პრეტენზიებს გამოთქვამს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა. როგორც სააკაშვილი წერს, კლიმკინი ეთნიკურად რუსია, რომელიც რუსეთში დაიბადა და ექს-გუბერნატორის თქმით, სწორედ მას უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა. "უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის მაგივრად, რომ საქმეს მიხედოს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ და პრეტენზიებს გამოთქვამს. სხვათაშორის, პაველ კლიმკინი, ეთნიკურად უკრაინელი კი არა, რუსია. დაიბადა რუსეთში. რამდენადაც მე ვხვდები აქვს რუსეთის მოქალაქეობა და უკრაინულად ჩემზე უარესად მეტყველებს. აი, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც უნდა წაერთვას მოქალაქეობა, მას შემდეგ რაც მას კარგად გამოიყენებთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება, სადაც მან მოქალაქეობაზე უარი თქვა და ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას დაესწრო. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)