|
2017-08-08 16:31:23, 2612 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა ლიტვის მოქალაქეობაზე უარი თქვა - „უკრაინაზე უარს არ ვიტყვი, ბოლომდე ვიბრძოლებ“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პასპორტის მიღებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება, სადაც მან განცხადება გააკეთა. როგორც სააკაშვილმა ვილნიუსში განაცხადა, ის ლიტვის მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან "უკრაინელების გვერდში უნდა იდგეს და მისი მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მათ იმედს გაუცრუებს". ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა ლიტველ პოლიტიკოსებს შესაბამისი შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა. "მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა. ის უკანონოდ წამართვეს. ბევრი უკრაინელი შეშფოთებული იქნებოდა და თავს მიტოვებულად იგრძნობდა, მე რომ მათზე უარი მეთქვა და ბრძოლა შემეწყვიტა", - განმარტა სააკაშვილმა. გარდა ამისა, ექს-გუბერნატორმა დასძინა, რომ მას უკრაინის ლეგალური პასპორტი აქვს და შეუძლია ევროპის ქვეყნებში იმოგზაუროს, პარალელურად კი, სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობას დაიბრუნებს და "ბოლომდე იბრძოლებს". შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)