|
2017-08-08 12:04:10, 2279 ნახვა
კომენტარი
იზორია: ქედს ვიხრი ქართველი ჯარსიკაცების წინაშე, რომლებმაც უთანასწორო ომში გვიჩვენეს, როგორ უნდა ეროვნული ღირსების დაცვა
დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს. დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და თანაგრძნობა გამოუცხადეს. „ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გასწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. დაღუპულ გმირთა პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომელთაც კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)