11:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 19:47:50, 4172 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევას, რაც საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს ითვალისწინებს.

ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; დაუბრუნოს აღნიშნული ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს“.

ცნობისთვის, ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი აშშ-ის სენატმა გასულ კვირას მიიყო და ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაუგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics