|
2017-08-02 16:42:18, 3086 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: გზავნილები, რომელიც მაიკ პენსმა გააჟღერა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხმიანება
„გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას“,-ასე აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მხრიდან, სამი ქვეყანა, სადაც მას უნდა ემოგზაურა, შემთხვევით არ შერჩეულა: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სელექცია და გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას“,- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვიცე-პრეზიდენტის იმ გზავნილებზე, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. „არაერთხელ აღინიშნა ვიზიტის დროს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის რეფორმირების და ამავე დროს ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც საკმაოდ რთული იყო რეგიონში არსებული ეკონომიკური, თუ ფისკალური სირთულეებიდან გამომდინარე. კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ეს ყველაფერი, რომ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღმშენებლობის თვალსაზრისით. ასევე, გზავნილები, რომელიც უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობისკენ, სადაც არაერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ისევე, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)