22:06 - 08 May, 2026
|
2017-08-02 16:17:56, 706 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხვალიდან სოფელ არცევთან ხნულის გავლებას გეგმავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხვალიდან ხნულის გავლებას გეგმავს. ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მორიგი საინჟინრო სამუშაოები 3 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტომდე გაგრძელდება. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, სამუშაოები პროფილაქტიკური ხასიათისაა და რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველი პროგნოზის გამო ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)