|
2017-08-01 16:06:13, 2222 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ძლიერი მართვის პოლიტიკით და ერთიანი გზავნილით უნდა მივაღწიოთ მშვიდობის პერიოდს
„ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო, იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობა დასავლეთსა და აღმოსავლეთსა შორის, მაგრამ ჩვენ უზრუნველყოფილი უნდა გვქონდეს თავისუფლება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში განაცხადა, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სწავლების „ ღირსეული პარტნიორი“ მონაწილე სამხედროებს ხვდება. მარგველაშვილის თქმით, სტაბილურობა და სიმშვიდე ძალისმიერი მეთოდების გარეშე უნდა იქნას უზრუნველყოფილი. მან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ აქედან გამომდინარე გვჭირდება მყარი მოწოდება, რომ აღნიშნული კედელი დაეცეს. ის მოწოდება, რომელმაც დაასრულა ცივი ომი, ისე, როგორც ერთ-ერთმა გენერალმა ბრძანა, „უმაღლესი ხელოვნებაა ომი მოიგო ბრძოლის გარეშე“. ძლიერი მართვის პოლიტიკით და ერთიანი გზავნილით, რომ ეს მიუღებელია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ სტაბილურობისა და მშვიდობის პერიოდს. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი გახლავთ ძალიან ძლიერი სიგნალი ჩვენი პარტნიორობისთვის. დიდი მადლობა ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ძალა ერთობაშია - ეს გახლავთ საქართველოს დევიზი და მე ამ მიმართულებით რასაც ჰქვია ღირსეული პარტნიორობა, კულტურული, ეკონომიკური, ადამიანთა შორის კონტაქტები, მწამს, რომ ეს ყოველივე ჩვენს ქვეყნებს და მთლიანად ატლანტიკურ კონტინენტს, მოუტანს გაცილებით მეტ სარგებელს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)