|
2017-08-01 13:56:05, 2390 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„ვეცდებით, ძალღონე არ დავიშუროთ“ - დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე The Washington Post-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. „რუსეთის საპასუხო ნაბიჯებზე, მაგალითად იმაზე, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, 100 000 სამხედრო მოსამსახურე გაეგზავნა ნატოს საზღვრებთან წვრთნების ჩასატარებლად, თქვენი რეაქცია როგორია? თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ მხარს უჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. თქვენი აზრით, დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში?“ - მიმართა ჟურნალისტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს. მაიკ პენსმა კითხვას ასე უპასუხა: „პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა მე აღნიშნულ ტურნეში რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისადმი, საქართველოსადმი და მონტენეგროსადმი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას მშვიდობის მოყვარე ქვეყნებს. ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული კონტიგენტი პოლონეთში, ასევე ბრიტანული, რომელსაც ესტონეთში შევხვდი, კიდევ ერთხელ თვალნათლივ ასახავს, რომ ჩვენ ერთგული ვართ მეხუთე მუხლის ვალდებულებების. რაც შეეხება 100 ათასიანი რუსული კონტიგენტის გადასროლას, ეს გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორები ერთ პოზიციებზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით“, - აღნიშნა პენსმა. ამის შემდეგ მას მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს აშშ რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში. „ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ ძირითადი პრინციპი - თავდასხმა ერთ წევრზე, გულისხმობს თავდასხმას ყველა წევრზე. როგორც პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ასევე ჩემი ტურნეს ფარგლებში, ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, ამერიკა იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე რასაც აცხადებს. საქართველოს რაც შეეხება მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს დაახლოება ნატოსთან. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25, არამედ ბოლო 5 წლის თვალსაზრისითაც. ახლა რუსული ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილისგან, სადაც ვენ ვიმყოფებით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, გავაგრძელებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას საქართველოში და ვეცდებით რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)