|
2017-07-31 11:44:59, 2694 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: 2017 წელი აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი „ ღირსეული პარტნიორი 2017“-ის წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ჯანელიძის განმარტებით, წვრთნები, რომელშიც 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატო-სთან მეტი თავსებადობასა და ინტეგრაციისკენ. „ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა კი ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. არ შემიძლია არ შევეხო გლობალური უსაფრთხოების კუთხით ჩვენ აქტიურ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორობა და სრულად იქნას გამოყენებული ამ მხრივ არსებული პოტენციალი. მისასალმებელია, რომ იზრდება ამერიკული კომპანიების დაინტერესება საქართველოთი და ჩვენთან მიმდინარე რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტებით. აშშ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში“,-განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ 2017 წელი წარმოადგენს გარკვეულ ისტორიულ ეტაპს აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობებში, რადგანაც წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია. „ერთად ჩვენ მრავალ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა სამომავლოდ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. სწორედ შემდეგი ნაბიჯების შესახებ გვექნება მსჯელობა ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)