00:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 15:07:37, 948 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ და ბელარუსმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ვლადიმირ მაკეიმ ხელი მოეწერეს  საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ ასევე „საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო, „საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს  მხარეებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების გაწევას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, ასევე საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

„სტატისტიკური მონაცემებით, ბელარუსი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლებში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ  303 850 200 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ორ ქვეყანას შორის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 2010-2014 წლებში  - 132 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან, ხოლო საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება 16 ქვეყანასთან მოქმედებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics