|
2017-07-25 12:03:43, 869 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტოები, რომლებიც მის ცხოვრებას ასახავს. პოეტს ბავშვობის წლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში აქვს გატარებული, აქვე დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმიც. ბიბლიოთეკისათვის ლადო ასათიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ინიციატივით თეა წულუკიანმა მიმართა. სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისვე ინიციატივით, 2015 წლიდან ნუკრიანის ბიბლიოთეკას მიენიჭა მხატვარ დავით კრაწაშვილის, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკას − ნოდარ დუმბაძის სახელი. საქართველოს რეგიონებში სულ 45 საზოგადოებრივი ცენტრი და 40-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე იუსტიციის მინისტრი კიდევ რამდენიმე ცენტრის გახსნას გეგმავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)