|
2017-07-24 21:28:00, 2421 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: ჩემი შეცდომაა, იარაღი უნდა დამეტოვებინა
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე, გუშინ, მარჯანიშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე იარაღით მისვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კახიძის თქმით, ლეგალურად ფლობს იარაღს და მას თავდაცვის მიზნით ატარებს. თუმცა, კახიძე ამბობს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა იარაღი არ დატოვა: „პალიტრა ტვ-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი. მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ გლოკ 19-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით. პ.ს. ჩემი შეცდომაა, უნდა დამეტოვებინა იარაღი, განვმარტავ, რომ ეს არ იყო უკანონო იარაღი“,-წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)