|
2017-07-24 15:40:52, 786 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 19 ეკომიგრანტ ოჯახს, სოციალურ სახლში ბინა გადაეცემა
თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 19 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბინების განაწილება კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 19 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. მშენებლობის პროცესში კომპანიის განცხადებით ჯამში 400 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. სოციალური სახლის „მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)