|
2017-07-21 19:39:31, 2807 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტის ქმედებებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ
„რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა მათ ქმედებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ ხნულების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა მომხდარს მორიგი პროვოკაცია უწოდა: „ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის დაგმობილი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპანტის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)