2017-07-21 17:38:00, 2340 ნახვა
საზოგადოება
ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, არსებული კომპლექსები, რომლებიც პარკში მდებარეობს, რეაბილიტირდება.
„ ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება რაც გულისხმობს, რომ არსებული კომპლექსები, რომლებიც პარკში მდებარეობს, რეაბიტილირდება და ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება, გაკეთებულია ბევრი რამე, თუმცა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით გავამყარებთ პარკის სტატუს და რა თქმა უნდა ლიკან-ბორჯომის განვითარებისა და სამუშაო ადგილების კუთხით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან