09:08 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 12:28:16, 2948 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც

ოცნების წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც. სახელმწიფო არასდროს არ იქნება შემრიგებლური - ამის შესახებ ივანიშვილის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"შეიძლება რაღაც დანაშაული მოხდეს, მათ შორის, საზარელი დანაშაული, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მოხლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები ექნება ხელთ.

სისტემური დანაშუალი რა არის? - სისტემური დანაშაული არის, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება იძლევა მესიჯს სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რომ ამ მიმართულებით რაც არ უნდა რეპრესიები ჩაატარო, მე შენ პოლიტიკურად დაგიცავ , მაშინ, როდესაც კარტ-ბლანში, როდესაც კურთხევა ამის ჩადენისა პოლიტიკური ხელისუფლების მიერაა.

[...] კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც, დარწმუნებული ვარ. რატომ ხდება ქურდობა, იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა უბრალოდ, ადამიანი ხანდახან სჩადის ხოლმე დანაშაულს. ეს კრიმინოლოგიის საქმეა და შემიძლია ამაზე საათობით ვისაუბრო. სახელმწიფო ამის მიმართ არასდროს არ იქნება შემრიგებლური." - თქვა შარმანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics