|
2017-07-20 14:35:07, 1970 ნახვა
საზოგადოება
მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დედაქალაქი რიგით მე-9 თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ფესტივალის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა გააცნეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამა წარადგინეს. მათივე ინფორმაციით, ფესტივალი 18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის - შტოლპეშტაინე. დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად. „ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად. ღონისძიებების ნაწილი გაიმართება ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრილ ამინდში, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები, ტურისტები ასევე ისიამოვნებენ ამ ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თითქმის მთელი თვის განმავლობაში იქნება ღონისძიებები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ასევე, ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს. 2-6 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან. წელს ფესტივალის კლუბი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალმა სულ მოკლე ხანში შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა და რეპუტაცია. თბილისისთვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, კულტურული ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე-ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება. (NS)
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)