16:11 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 14:22:56, 2354 ნახვა

საზოგადოება
ხიდაშელი: ლეონიდ კალაშნიკოვი 2013 წელს ქვეყანაში არ შემოვუშვით როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი

 „ლეონიდ კალაშნიკოვი ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერის ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ შემუვუშვით ქვეყანაში არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი“,-ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე  საქართველოში რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლას.

„ლეონიდ კალაშნიკოვი საქართველოში გეგმავს ჩამოვლასო. 
მერე რომ არ თქვან არ ვიცოდითო, ეს ის კაცია რომელიც ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო 2013 წელს თედო ჯაფარიძის და ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერი ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ შემოვუშვით ქვეყანაში არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი. მაშინ არც კი უფიქრია მაშინდელ პრემიერს როდესაც ვითარება გავაცანით, მიუხედავად იმისა რომ პროცედურულად სანქციას დაგვადებდა ევროსაბჭო მაშინვე დაგვთანხმდა!
იმედია არაფერი შეიცვლება დღეს“,-წერს ხიდაშელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics